აბაზოვის მოადგილე: მოვედი სამსახურში, ჩვენთან ჩვეულებრივი სამუშაო დღეა

,,მხოლოდ ის ვიცი რას ჟურნალისტები გადმოსცემენ, ოფიციალური ინფორმაცია რომ ბატონი თემური დააკავეს არ გვაქვს” – ამის შესახებ TV4.GE-ს მარნეულის მერის მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ განუცხადა. მისივე თქმით მარნეულის მერიაში ჩვეულებრივი სამუშაო დღეა.

,,ჩვეულებრივად მოვედი სამსახურში, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია. მერი არ გახლავთ სამსახურში, თუმცა ველოდებით მოვა ალბათ”- განაცხადა ტაბატაძემ.

შეგახსენებთ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. აინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.