აბაზოვის სასამართლო პროცესი 18:30 ჩაინიშნა

მარნეულში მომხდარი ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული მარნეულის მერის თემურ აბაზოვის საქმეს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი განიხილავს. პროკურატურა სასამართლოს აბაზოვისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით შევა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც 5 დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე სავარაუდოდ აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის მოხსნას ან გირაოს მოითხოვს. სასამართლო პროცესი 18:30 -ზე ჩაინიშნა.