ავტომობილი პარკირებისას ეზოში ჩავარდა

თბილისში პარლამენტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლმა პარკირებისას საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩავარდა.შემთხვევის შედეგად მძღოლმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. გამოძიება სსკ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.