გუბერნიაში აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლის გუბერნიაში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლის გუბერნიაში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ქვემო ქართლის გუბერნატორი მოადგილეებთან ერთად აზერბაიჯანის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს და აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე გუბერნატორმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მხარის პირველმა პირმა, დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა თუ რა ღონისძიებები ტარდება აზერბაიჯანის დიასპორის წარმომადგენლების ინტეგრაციის მიმართულებით.  გუბერნატორი შეეხო რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. მხარეებმა ისმჯელეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზეც.