დაზარალებულის ადვოკატი გამოძიებას ნდობას უცხადებს

მარნეულში მომხდარი ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევი საკუთარ სახლში იმყოფება და მის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება- ამის შესახებ დაზარალებულის ადვოკატმა ეკა მიდოდაშვილმა განაცხადა. მიდოდაშვილის თქმით, ისინი გამოძიებას ნდობას უცხადებენ.

“მოხდა მყისიერი რეაგირება პროკურატურის მხრიდან და ვეთანხმებით მუხლს რომლის მიხედვითაც აბაზოვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო “-აცხადებს ადვოკატი.