დმანისელ ახალგაზრდებს რაგბში მასტერკლასი ჩაუტარეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ევროპელის“ ორგანიზებით ასოციაცია – „მისიონერების“ ვეტერან მორაგბეთა ფონდი ქალაქ დმანისს ეწვია . ვიზიტის მიზანს ქველმოქმედება და რაგბის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში ფონდის წევრები შეხვდნენ დმანისელ ბავშვებს, მშობლებს და რაგბით დაინტერესებულ საზოგადოებას. შეხვედრაზე ისაუბრეს რაგბის მნიშვნელობასა და მის როლზე თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში, ასევე მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე.

ღონისძიების მეორე ნაწილში ვეტერანმა მორაგბეებმა ჩაატარეს მასტერკლასი, რომელში მონაწილე ბავშვებს გადაეცათ სიბოლური საჩუქრები, ხოლო სკოლებს რაგბის ბურთები.ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.