მარნეულში არაადამიანური მოპრყობის ფაქტზე სასამართლო პროცესი დაიწყო.
დარბაზში იმყოფება თავად ბრალდებული მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.
საქმეს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი განიხილავს.
მარნეულის მერს სსკ 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. დაცვის მხარე კი სასამართლოს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს, 10 000 ლარის ოდენობით. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.