მარნეულის ინციდენტში მონაწილე სამივე პირს გირაო შეეფარდა

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მარნეულის ინციდენტში მონაწილე სამ პირს საქართველოს პარლამენტის წევრს პარტია ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ნათესავს 4-ათას ლარიანი გირაო შეუფარდა,რომელიც 20დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
აზერ სულეიმანოვი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მომხდარს პოლიტიკურ თამაშს უწოდებს. წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ არც რამინ ალახვერდიევი და არც მარნეულის მერის ნათესავი რომელიც საქმეში ფიგურირებენ.

შეგახსენებთ, ბრალდება სამივე მათგანისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით 5-5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.