მარნეულის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, სამსახურებისა და განყოფილების უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.

ყოველკვირეულ სამუშაო თათბირზე, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დამსწრეებთან ერთად მერიაში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

შეგახსენებთ,  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას, პირველი მოადგილე, ზაურ ტაბატაძე შეასრულებს.