მარნეულის მერი ბრალს არ აღიარებს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აბაზოვი უარყოფს ვიდეოს ჩაწერის დროს ტერიტორიაზე მისი ყოფნის ფაქტს და ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი სიმართლისთვის.

ამ წუთებში ბრალდებული მხარე საქმის დეტალებს ეცნობა.ჯერ -ჯერობით უცნობია რა შუამდგომლობას დააყენებს ბრალდების მხარე სასამართლოში.

პროკურატურა სასამართლოში აბაზოვისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე განცხადებით რამდენიმე წუთში მიმართავს.