მარნეულში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ამბაროვკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგანბადის გამოყენებით, ახდენდა უკანონო თევზჭერას და მოპოვებული ჰქონდათ 3 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი.

შედგა შესაბამისი აქტი, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, მარნეულის პოლიციის სამმართველოში გადაიგზავნა.