მარნეულში 200 ერთეული ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნა დაიდგმება

მარნეულის მუნიციპალიტეტში დამატებით, 200 ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი პლასტმასის კონტეინერები დაიდგმება.
აღნიშნული ურნები მუნიციპალიტეტს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადმოსცა, რომელსაც მუნიციპალური შპს „სუფთა მარნეული“ იმ ლოკაციებზე განათავსებს, სადაც ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი მოთხოვნა და საჭიროებაა.