მერცხლის ალბინოსი ბარტყი სავარაუდოდ მოიპარეს 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, ალბინოსი ბარტყი სავარაუდოდ მოიპარეს . “ქრონიკის ” გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა , როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას  აღნიშნავენ მერცხლის უცნაური ბარტყი დღეს დილით გაუჩინარდა . გაუჩინარების მიზეზები ამ დრომდე უცნობია ადგილობრივები არ გამორიცხავენ ბარტყის მოპარვის ვერსიას.

შეგახსენებთ , რომ მერცხლის ალბინოსი  ბარტყი კრწანისის სოფლის მოსახლეობამ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში რამდენიმე დღის წინ შენიშნა. ალბინიზმი ფრინველებში უიშვიათესი მოვლენაა და მისი განვითარების შანსი 18 000-ში ერთია.