მშვიდობის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები თითქმის სრულდება

სავარაუდოდ მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება.

ჭყონდიდელის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე შიდაკომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
სანიაღვრე სისტემის მშნეებლობის შემდეგ ადგლზე ასფალტბეტონის საფარი უნდა დაიგოს. მოეწყობა ტროტუარებიც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰერიო“ რუსთავის მერიის დაკვეთით ასრულებს.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 მლნ 221 776 ლარს შეადგენს.

სავარაუდოდ მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება.

მშვიდობის ქუჩის რეაბილტაციას მოსახლეობა წლებია ითხოვს. ამჟამად პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, „ქრონიკის“ ინფორმაცით, გზის სამშნეებლო სამუშაოებზე ტენდერი ეტაპობრივად რამდენიმე ლოტად გამოცხადდება.