პროკურატურის თქმით აბაზოვი მიმალვას გეგმავდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვისთვის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი უძღვება.
თემურ აბზოვს 4 ადვოკატი იცავს.  ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ვინაიდან პროკურორის განცხადებით, გამოძიების პროცესში არსებობს თემურ აბაზოვის მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ბრალდების განცხადებით, თემურ აბაზოვს თურქეთსა და აზერბაიჯანში აქვს სერიოზული კავშირები და შესაძლოა მიიმალოს. ამასთანავე, ვინაიდან ის არის მარნეულის მერი და მისი დაქვემდებარების ქვეშ არის უამრავი ადამიანი, შესაძლოა მათზე მოახდინოს ზეგავლენა.

დაცვის მხარემ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შუამდგომლობა დააყენა.