მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016-2017 წლებში განხორციელებული სერვისების დეცენტრალიზაციის პროცესის შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დეცენტრალიზაციის ფარგლებში განხორციელებული საგრანტო პროექტების შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საგნობრივ ასოციაციებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეჯამდა. მხარეებმა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებიც განიხილეს და მათი დახვეწის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, 2018
-2019 წლების გრანტების პირველადი სამოქმედო გეგმა განიხილეს.
სერვისების დეცენტრალიზაციის მიზანია მასწავლებლებისთვის მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამების შეთავაზება.