როგორი ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს და ხვალ საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

დღეს და ხვალ საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსი იქნება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

6 – 7 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს. დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა +28, + 33 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება რუსთავსს,რუსთავში 4 – 5 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. 6 – 7 ივნისს, უმეტესად, უნალექო ამინდი იქნება.ჰაერის ტემპერატურა 4 – 5 ივნისს +26, +28, ხოლო 6 – 7 ივნისს +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.