რუსთაველი მოზარდები მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთვებიან

რუსთაველი მოზარდები მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ ქალაქის მერის ირაკლი ტაბაღუას და FLEX-ის კურსდამთავრებულებს და გამარჯვებულებს შორის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრას პროგრამის წლევანდელი გამარჯვებულები და ის მონაწილეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც აგვისტოში სასწავლებლად შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. დღესვე ირაკლი ტაბაღუამ წარმატებულ ახალგაზრდებს პროგრამაში ,,შენი ქალაქისთვის“ ჩართვა შესთავაზა. მოზარდები რუსთავში სხვა და სხვა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთვებიან. მანამდე კი მოსწავლეები რუსთავის მუნიციპალური სამსახურების საქმიანობას გაეცნობიან. რაც შეეხება FLEX-ის პროგრამას ,მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად, ერთი წლის მანძილზე.პროგრამა სრულად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება.პროგრამის მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთობა, რაც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო.