რუსთავისა და ქობულეთის საკრებულოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქობულეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა  მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებას, საინფორმაციო სახის შეხვედრების ორგანიზებას , საკრებულოში სტუდენტების სტაჟირებას და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების და სხვადასხვა თემატური სამუშაო შეხვედრების დაგეგმვას ითვალისწინებს. რუსთავის საკრებულომ ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთანაც გააფორმა.