რუსთავის საბავშვო ბაღებში სასწავლო წელი 29 ივნისს დასრულდება

რუსთავის საბავშვო ბაღებში 2017–2018 სასწავლო წელი 29 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა. ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, ყველა ბაღში 10 ივნისიდან უკვე თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს და აღსაზრდელებს გაცდენები არასაპატიოდ არ ეთვლებათ.  ეკა ხუციშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას , იმის თაობაზე, რომ თითქოს ბაღებში სწავლა ამ დროისთვის შეწყვეტილია. მისი თქმით ყველა მსურველს  პარასკევის ჩათვლით შეუძლია პატარა ბაღში ატაროს. ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით,   სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დღეს  936  ბავშვი  გამოცხადდა.

 რაც შეეხება ახალ სასწავლო წელს, ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი სექტემბერში განახლდება.  ეკა ხუციშვილის თქმით, ზაფხულის განმავლობაში ბაღების გაერთიანება იმუშავებს, იმისთვის, რომ ბავშვებმა ახალი სასწავლო წელი გაუმჯობესებულ გარემოში დაიწყონ.