რუსთავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს (+ფოტო)

მე-17და მე-19 მიკრორაიონებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ ქუჩებზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მე-17და მე-19 მიკრორაიონებში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ადგილზე ეცნობიან.ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა,რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. 

ადგილზე მობილიზებულია “რუსთავსერვის ცენტრის”  და “რუსთავის წყლის სპეცტექნიკა “. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.