სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გაიმართა

რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გაიმართა.

რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გაიმართა. შეხვედრა მერიის ინიციატივით ჩატარდა და ის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებმაც დასაქმების თხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს.

შეხვედრაზე თვითმმართველობის წევრებმა ახალგაზრდებს ეფექტური CV-ის და სამოვიტაციო წერილის შედგენის წესები გააცნეს, ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ასევე, პოტენციურ დამსაქმებელთან თვითპრეზენტაციისა და შრომის ბაზარზე სამსახურის მაძიებლისთვის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხები.