სკანდალური ვიდეომასალა რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი პატრულირების დრო რუსთაველ ახალგაზრდას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. როგორც კადრებში ჩანს, მოქალაქეს ღამის საათებში რუსთავის ცენტრალურ მოედანზე, სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერი აქვს, რა დროსაც მას კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი უახლოვდება და განმარტებებს სთხოვს თუ რატომ იმყოფება ის გვიან ღამით აღნიშულ ტერიტორიაზე და შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართავს. ამის შემდეგ უწყების თანამშრომელი ახალგაზრდას სთხოვს ჩაჯდეს მანქანაში,რათა სახლამდე მიიყვანოს. სავარაუდოდ ახალგაზრდა არასრულწლოვანია. Tv4.ge დეტალებს არკევს.