ტექნიკური ინსპექტირება 8 143 მანქანამ ვერ გაიარა- რა ხარვეზები აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უმეტესობას?

15 ივნისის მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, რომლის 74.48% ანუ 25 876 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული აღმოჩნდა, 23,43% ანუ 8 142 კი დახარვეზებული, – ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ განაცხადა.

ასოციაციის ინფორმაციით, განმეორებითი ინსპექტირება 5 696-მა (69,95%) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც განმეორებით დახარვეზებული 234 (4,108%) მათგანი აღმოჩნდა. განმეორებით ინსპექტირებაგავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან კი 722 (2.078%) მათგანის გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია იუწყება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უმეტესობის დახარვეზება სამუხრუჭე სისტემისა და გამონაბოლქვის ინსპექტირების დროს მოხდა.