„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელებენ

სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 17:00 საათზეა ჩანიშნული

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება.
სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 17:00 საათზეა ჩანიშნული.
უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.
გიორგი კვირიკაშვილი გუშინ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.