ქვემო ქართლში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, წამლობითი სამუშაოები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში 1000 ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით იწამლება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კალიებისა და კუტკალიების წინააღმდეგ 2015 წელს 33 427 ჰექტარი დამუშავდა; 2016 წელს – 23 615 ჰექტარი; 2017 წელს -15 107.8 ჰექტარი.