“ჩიკაგოს” სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება.

ეგრეთ წოდებულ ,,ჩიკაგოს'' სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ დღეს სკვერში რუსთავის მერმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ეგრეთ წოდებულ ,,ჩიკაგოს” სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ სკვერში რუსთავის მერმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ირაკლი ტაბაღუა  სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ტაბაღუამ სკვერის რეაბილიტაციის თაობაზე მოსახლეობის პოზიცია და ხედვები მოისმინა, რომელიც რეაბილიტაციის პროექტის შემუშავების დროს იქნება გათვალისწინებული. მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან მომავალშიც იგეგმება რის შემდეგაც პროექტი შემუშავდება.

სკვერის რეაბილიტაცია სავარაუდოდ 2019 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

ადგილზე მინი სპორტული მოედნების და საპიკნიკე ზონების მოწყობაც იგეგმება. ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, სკვერის რეაბილიტაციის შემდეგ დასასვენებელ სივრცე ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოთხოვნებზე და საჭიროებებზე იქნება მორგებული.

რუსთავის მერიის პროექტ “ღია მმართველობის” ფარგლებში ყველა მომავალში განსახორციელებელი პროექტის შემუშავება მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად მოხდება.