ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის ქუჩები დაიტბორა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ორთაჭალაში. რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ძლიერი წვიმის შედეგად მოძრაობა თითქმის პარალიზებულია.
ასევე, ძლიერი წვიმის შედეგად მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. გლდანი-ნაძალადევის რაიონში წვიმას თან ერთვოდა ძლიერი სეტყვაც. დატბორილია მეტროს ჩასასვლელთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიც.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განაცხადეს, ამ ეტაპზე მოსახლეობის მხრიდან გამოძახება ჯერჯერობით არ ყოფილა.