ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა აეროპორტში. “ქრონიკის” ინფორმაციით გადაიდო რამდენიმე რეისი.

პარალელურად ვაკე-საბურთალოს გზაზე “თბილსერვის“ ჯგუფის მიერ სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, „თბილსერვისის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა და რაიონის გამგებელი.