ჭყონდიდელის დასახლებიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები იმოძრავებენ

რუსთავის საკრებულოში ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი  დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა . სამუშაო ჯგუფის წევრი დეპუტატები , რუსთავი- თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიის , კომპანია ,,ინტერტრანსის”  წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, დეპუტატებმა კომპანიის სამუშაო მიმართულებები მოისმინეს და  იმ პრობლემებზე იმსჯელეს , რაც რუსთავის მოსახლეობას, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ხაზებზე ექმნება. კერძოდ, საუბარი შეეხო იმ პრობლემურ მონაკვეთებს, კონკრეტულად შარტავას გამზირს და მე-19 მიკრორაიონს , სადაც პიკის საათებში, მიკროავტობუსების სიმცირის გამო,   ადგილობრივებს გადაადგილებაზე პრობლემა ექმნებათ.დეპუტატებმა , კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს ჭყონდიდელის დასახლებაზე, სადაც ,,ინტერტრანსის” კუთვნილი მიკროავტობუსები არ გადაადგილდებიან. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი უახლოეს მომავალში ჭყონდიდელის დასახლებიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები იმოძრავებენ.შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიკროავტობუსებში  კონდიციონერებისა და ტექნიკური გამართულობის პრობლემებს.