29 ივნისს მხატვრის გიორგი ცინცაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი”-ს ორგანიზებით 29 ივნისს რუსთავში ამერიკაში მოღვაწე მხატვრის გიორგი (გოგა) ცინცაძის ნამუშევრების მემორიალური გამოფენა მოეწობა. ექსპოზიციაზე 45-მდე ნახატი იქნება წარმოდგენლი. გამოფენას მოწვეულ სტუმრებთან ერთად მხატვრის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრებიან.

გოგა ცინცაძე 10 წლის მანძილზე ამერიკაში მოღვაწეობდა, მისი ნამუშევრები ამერიკაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მხატვარი 2017 წლის სექტემბრის თვეში 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების საქართველოში ჩამოტანა ოჯახმა ერთი თვის წინ უზრუნველყო.