ეროვნული გამოცდები დაიწყო-რა ვითარებაა რუსთავის საგამოცდო ცენტრში

რუსთავის საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.ამ წუთებში რუსთავის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
რეგისტრაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები

შეგახსენებთ, აბიტურიენტმა რეგისტრაციია დროს თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი.რეგისტრაციის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში დაიკეტება საგამოცდო ცენტრის შენობა და აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.