პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დაიწყო

დღეიდან 2018-2019 სასწავლო წლისთვის  პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დაიწყო . მოსწავლეების  რეგისტრაციის მესამე ეტაპი  მეორე ეტაპის შემდგომ  გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე იწარმოებს . მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს. პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის საბუთების წარდგენა 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ.