როგორია მსჯავრდებულებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა?

როგორია მსჯავრდებულებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა? ინტერესდებიან თუ არა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები პროფესიული განათლებით?- საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ყოველი ახალი ციკლის დასაწყისში ჭიანურდება, რაც განპირობებულია პროგრამის მრავალეტაპიანი დამტკიცების პროცედურებით.

ზოგადად დაბალია საგანამანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ბენეფიციართა ჩართვის მოტივაცია. მსჯავრდებულთა ნაწილისათვის, ამას განაპირობებს მათი პიროვნული დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი, შიშები და საზოგადოებისადმი უნდობლობა, ხოლო მეორე ნაწილი შესაძლოა ვერ ხედავდეს მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას და მინიმალურად აფასებდეს შემდგომი დასაქმების პერსპექტივას. მათი დაბალი მოლოდინები, დამსაქმებლების დამოკიდებულება ნასამართლეობის მქონე პირებისადმი, ართულებს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების სამსახურში მიღებას  – ნათქვამია კვლევაში.

კვლევა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება ნართლმსაჯულების სექტორში“ ფარგლებში განხორციელდა.