გაჩიანში, 5 ივლისს დაკარგული რუსთაველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც TV4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ცხედარი საკუთარ ავტომობილთან სიახლოვეს იქნა აღმოჩენილი.
პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, თუმცა გვამს ამ ეტაპზე ექსპერტიზა უტარდება.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115 მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.