დღეს რუსთავში -ბრძოლა წესების გარეშე MMA ღია ცის ქვეშ

ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი WK1 ბრძოლების შემდეგ, დღეს მაყურებელს ბრძოლა წესების გარეშე ელოდება. სასტუმრო ,,რუსთავის” მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს 20:00 საათიდან, შეჯიბრება MMA კატეგორიაში გაიმართება,რომელში მონაწილეობასაც როგორც ქართველი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სპორტსმენები მიიღებენ. ამ ვერსიაში მაყურებელს 10 ბრძოლა ელოდება, ერთმანეთს 20 სპორტსმენი გაუწევს კონკურენციას. საერთაშორისო ორთაბძოლებში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი სპორტსმენები.
დაინტერესებულ პირებს ორთაბრძოლების ნახვის შესაძლებლობა, TV4-ის ეთერის და ოფიციალური ფეისბუქ გვერდის TV4.ge საშუალებით შეეძლებათ. საერთაშორისო შეჯიბრების მედია პარტნიორები არიან TV4.ge და Radio4. მხარდამჭერები Hotel Rustavi / სასტუმრო რუსთავი Creative Group