ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე 24 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარეს . რუსთავის საგამოცდო ცენტრში 35  სექტორი იყო დატვირთული. გამოცდას პირველ სესიაზე  525 აპლიკანტი აბარებდა ,  მათგან 24 აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში არ გამოცხადდა.რეგისტრაციაზე არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევები . აბიტურიენტები  გამოცდას საშუალო სირთულით აფასებენ , თუმცა აღნიშნავენ რომ მათემატიკური ნაწილი ვერბალურ ნაწილზე რთული იყო .