ისტორიის გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა ისტორიაში ჩააბარეს.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ისტორიის პირველ სესიაზე აბიტურიენტთა 5% არ გამოცხადდა, რაც შეეხება რუსთავს , რუსთავის  საგამოცდო ცენტრში გამოცდაზე  240 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული , მათგან 10 აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში   არ გამოცხადა. რეგისტრაციაზე არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევები . აბიტურიენტები გამოცდას საშუალო სირთულით აფასებენ.