კვადროციკლზე მსხდომი ორი მამაკაცი ხევში გადავარდა

კურორტ “გოდერძიზე” კვადროციკლზე მსხდომი ორი მამაკაცი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი, რომელიც 25 წლის იყო, ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავადა. იგი ხულოში საავადმყოფოშია გადაყვანილი.დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, აღნიშნული პირები კურორტ “გოდერძიზე” დასაქმებულები არიან.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.