მსოფლიო ჩემპიონატში ხორვატიიის გამარჯვება და რუსეთის გამოვარდნა ხორვატიის პრეზიდენტმა , კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩიმ საზეიმო ვითარებაში აღნიშნა , რასაც რუსეთის პრემიერ -მინისტრის დიმიტრი მედვედევის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ხორვატიის პრეზიდენტმა მატჩის დღე გულშემატკივრებთან ერთად გაატარა, ის ნაკრების ფორმაში ჩაცმული და დროშაში გახვეული ხვდებოდა ფანებს და ნახევარ ფინალში გასულ გუნდთან ერთად გამარჯვება გასახლდელში ცეკვით და სიმღერით აღნიშნა . გამარჯვების აღნიშვნისას ხორვატიის პრეზიდენტმა ხალხის გული ორმაგად მოიგო. პირველ რიგში ქვეყნის აქტიური გულშემატკივრობისთვის და მეორეც რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის დადუმებისთვის.
შეგახენებთ, ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება.