მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახა კახიშვილი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაინიშნა. როგორც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კახა კახიშვილი იყო მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი.

„მან ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ- ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს ფუნდამენტური, წარმატებული რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას ენიჭება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ რეფორმების კოორდინაციის საქმეში. ის ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს კოორდინაცია გაუწიოს ყველა იმ რეფორმის დროულ დანერგვას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დაანონსებული“, – განაცხადა პრემიერმა.