პარლამენტმა სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.
მთავრობა 101 ხმით დაამტკიცეს. პარლამენტში წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ 12-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ახალი სტრუქტურისა და შემადგენლობის მთავრობაში 10 მინისტრი და ერთი – სახელმწიფო მინისტრია.
მინისტრთა-კაბინეტი ნდობისთვის პარლამენტს შემდეგი შემადგენლობით წარედგინა:
პრემიერ-მინისტრი – მამუკა ბახტაძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.