პროფესიული უნარების გამოცდაზე 80 მასწავლებელი არ გამოცხადდა

დღეს და ხვალ პედაგოგებისთვის პროფესიული უნარების გამოცდები ტარდება. გამოცდების ჩაბარების ვალდებულება იმ მასწავლებლებს აქვთ ვისაც გამოცდა წინა წლებში არ ჩაუბარებია.რუსთავის საგამოცდო ცენტრში უნარების პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 234 აპლიკანტიდან გამოცდაზე 80 მასწავლებელი არ გამოცხადდა .
მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდების ჩაბარება 18 ივლისიდან განახლდება