რა პროქტები განხორციელდება 2018 წელს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში?

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით  გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი   ფონდიდან  დასაფინანსებელი პროექტების შესახებ   საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს .  როგორც დღეს გახდა ცნობილი 2018 წელს  დმანისში , ბოლნისსა და მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯება. კერძოდ დმანისში 10–მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომელიც საგზაო ინფრასტრუქუტურის მოწესრიგებასთან ერთად სანიაღვრე სისტემების მონტაჟსაც ითვალისწინებს.რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბოლნისში, სოფელ ძველი ქვეშის შიდა გზებსაც. რეგიონული ფონდიდან პროექტის განსახორციელებლად 250 ათასი ლარია გამოყოფილი. ადგილობრივი ბიუჯეტის მონაწილეობა კი პროეტში 300 ათას ლარს შეადგენს. დღესვე  შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელიც 2019 2021 წლების სამოქმედო გეგმის სტრატეგიაზე იმუშავებს. სამუშაო ჯგუფს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე  უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სამ-სამი წარმომადგენელი იქნება გაწევრიანებული.