რუსთაველ წყვილს შვიდი მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

ინციდენტი რუსთავში-ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს შვიდი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ცემის ფაქტის შესახებ  ინფორმაცია ,,ქრონიკას” თავად დაზარალებულებმა მიაწოდეს. მომხდარზე  ძალადობის მუხლით საქმე უკვე  აღძრულია.შემთხვევა დოლიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო დასახლებაში მოხდა. ფიზიკური ძალადობის კვალი სახესა და სხეულზე ორივე მათგანს ემჩნევა. ჩვენი რესპონდენტები ყვებიან,რომ საკუთარი ავტომობილით  დოლიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ ორი მამაკაცი მიუახლოვდა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამ  შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაპირისპირებაში მოგვიანებით კიდევ ხუთი პირი ჩაერთო, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ. მათ თავს გაქცევით და ადგილობრივ ოჯახში თავის შეფარებით უშველეს.  ფაქტთან  დაკავშირებით  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 ძალადობის მუხლის 1ელი ნაწილით მიმდინარეობას, რაც ცემას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მხილებულია სამი პირი.დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში  ნახეთ რას ჰყვებიან დაზარალებულები.