რუსთავი  ესტონეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს მასპინძლობს

ევროკავშირის პროგრამა ,,ერაზმუს პლიუსის” ფარგლებში რუსთავის პარკში პროექტი „კულტურის ხმა „ გაიხსნა.  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველო, კერძოდ რუსთავი  ესტონეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს მასპინძლობს. პროექტის მიზანს ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, კულტურათაშორისი დიალოგი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საერთაშორისო პროექტებში ჩართვის ხელშეწყობა წარმოდგენს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები საქართველოს და ესტონეთის კულტურასა და ტრადიციებს ეცნობიან, ასევე  დაგეგმილია პროექტები, რომელშიც შშმ პირები იქნებიან ჩართულები. დღეს რუსთავის პარკში ახალგაზრდებმა მუსიკალური ნომრები და თეატრალური წარმოდგენები წარადგინეს.