რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა (+ფოტო)

მეშვიდე მიკრორაიონის #18 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში “ნისანის” მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა,ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადა . ხანძრის ჩაქრობა ადგილობრივებმა თავად მოახერხეს, თუმცა ცეცხლის სრულიად ლიკვიდირება მეხანძრეების დახმარებით გახდა შესაძლებელი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა , ამ დროისთვის უცნობია ზუსტი მიზეზი თუ რამ გამოიწვია ავტომობილში ცეცხლის გაჩენა, ერთ -ერთ ვერსიად ელექტრობა სახელდება . მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება .