რუსთავში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსთავში,ავარიული დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.როგორც ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში” Tv4-თან საუბრისას განაცხადეს მე-12 ფიდერის დაზიანების გამო მეგობრობის გამზირს,თბილისის ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიას, თოდრიას ქუჩის ნაწილს, მე-19 მიკრორაიონსა და მიმდებარე ტერიტორიას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად აღდგება.