რუსთავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი რეგიონული ცენტრი აშენდება

რუსთავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი რეგიონული ცენტრი აშენდება. შენობა ლომოურის ქუჩაზე განთავსდება. ერთსართულიანი ცენტრი შვიდ ბრიგადაზე იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. პროექტის დიდი ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი ღირებულება 400 ათას ლარს შეადგენს. პროექტი პროცედურების დასრულების შემდეგ მთავრობის სხდომაზე გავა, დამტკიცების შემდეგ კი უკვე სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.