საგამოცდო ცენტრში 11 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდნენ . რუსთავის საგამოცდო ცენტრში დღეს 29 სექტორი იყო დატვირთული. გამოცდაზე 435 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, მათგან საგამცდო ცენტრში 11 აბიტურიენტი არ გამოცხადა. რეგისტრაციაზე არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევები . ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის სირთულეს აბიტურიენტები საშუალოდ აფასებენ . შეგახსენებთ, დღეს დილის გამოცდის ჩაბარება იმ აბიტურიენტებს მოუწიათ, რომლებიც 2 და 3 ივლისს მეორე სესიაზე იყვნენ რეგისტრირებულები.